ფლორიდას ერთ-ერთი სკოლის მოცურავეთა გუნდის ვარჯიში გადაიდო, რადგან მოსწავლეებმა აღმოაჩინეს რომ აუზი უკვე დაკავებული იყო, შიგნით საკმაოდ მოზრდილი ალიგატორი იჯდა.
სააგენტო Upi-ს ინფორმაციით, მოცურავეებს ადგილზე პოლიციის გამოძახება მოუხდათ, რადგან ნიანგმა ტერიტორია ნებაყოფლობით არ დატოვა.
სამართალდამცავებმა სამაშველო რგოლის გამოყენებით ერთი მეტრის სიგრძის რეპტილია ნაპირთან მიიყვანეს, წყლიდან ამოიყვანეს და უახლოეს ტბასთან გაუშვეს.
ინციდენტის შედეგად არც ალიგატორი და არც ადამიანები არ დაზარალებულან.