აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ავტორიზაცია მიანიჭა Moderna-ს მიერ წარმოებულ ვაქცინას „გადაუდებელი და სასწრაფო მოხმარებისთვის“. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ეს „მოდერნას“ ვაქცინის პირველი რეგისტრაციაა მსოფლიოში.
“მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წელზე ზემოთ ასაკის პირებისთვის აშშ-ს მასშტაბით.” – აცხადებს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია.
Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის მსგავსად, Moderna-ს ვაქცინაც მოწინავე mRNA ტექნოლოგიით (ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა) არის დამზადებული.
COVID-19-ისგან დაცვის ეფექტიანობა ორივეს შემთხვევაში 95 პროცენტია, გაცილებით მაღალი, ვიდრე პროგნოზირებდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ კლინიკური ცდების დროს არ დაფიქსირებულა სერიოზული გვერდითი მოვლენები.