LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოდი ავტომობილი გავცვალოთ“ – ახალი სერვისი ავტომოყვარულებისთვის

66
japan-news33435

იაპონიაში ახალი სერვისი Caroset დაიწყო. სიახლე მძღოლებს საშუალებას მისცემს, რომ ავტომობილები გაცვალონ ხოლმე. საინტერესო წამოწყების არსი ძალიან მარტივია, შეიქმნა მობილური აპლიკაცია რომელიც ავტომფლობელებს ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას მისცემს და დეტალებზეც მისი საშუალებით შეთანხმდებიან.

თუკი ორივე მხარე მზად იქნება რომ თავისი ავტომობილი დათმოს, მაშინ არავის არაფრის გადახდა არ მოუწევს. ხოლო, თუკი ავტომობილის თხოვება მხოლოდ ერთ მძღოლს შეუძლია, მაშინ ეს უკვე არა გაცვლა არამედ გაქირავებაა. შესაბამისად, დამქირავებელს საკმაოდ დიდი თანხის, დღეში 5 ათასი იენის გადახდა მოუწევს.

Caroset–ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ნებისმიერი მახასიათებლების ავტომობილის პოვნაა შესაძლებელი. მაგალითად, თუკი ვინმე სპორტქარით დადის და უცებ მიყრუებულ სოფელში უწევს წასვლა, ადგება და შესაბამის მანქანას ითხოვებს.

სერვისი ცოტა ხნის წინ ჩაეშვა და უკვე დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები