LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოდის კვირეულიდან მიღებულ მთელ შემოსავალს გადავცემ ორგანიზაციებს“ – ბელა ჰადიდი ემოციურ პოსტს ავრცელებს

101
page

სუპერმოდელი, ბელა ჰადიდი ახლა „პარიზის მოდის კვირეულზე“იმყოფება, მან „ბალენსიაგას“ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.

ფოტო/ვიდეო: დემნა გვასალიამ ისტორიული ჩვენება მოაწყო

სულ ცოტა ხნის წინ კი ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ფოტოები გაავრცელა, სადაც უკრაინის ფერებში გადაწყვეტილი მაისური აცვია. ფოტოებს თან ვრცელი პოსტი ერთვის.

„ვუყურებ ჩემს უკრაინელ მეგობრებსა და კოლეგებს, რომლებიც მუშაობენ აქ, ევროპაში, ასე ახლოს, მაგრამ ასე შორს მათი ოჯახებისგან,მეგობრებისგან, სახლებიდან უკრაინაში, ისინი განიცდიან ერთ-ერთ სასტიკ ოკუპაციას, რომელიც ახლა ხდება მსოფლიოში. ამ კვირამ მაჩვენა ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების ძალა და გამძლეობა, რომლებიც ტერორს განიცდიან. მათი ისტორიებისა და ემოციების პირველი პირიდან მოსმენა გამანადგურებელია და მე მთელი გულით ვდგავარ მათ გვერდით. მე ვდგავარ ყველა ადამიანის გვერდით, ვინც ამ ომმა დააზარალა და უდანაშაულო ადამიანების ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა, მოდის კვირეულიდან მიღებულ მთელ შემოსავალს გადავცემ ორგანიზაციებს, რომლებიც სამედიცინო დახმარებას გაუწევს“, – ნათქვამია ბელას პოსტში.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Bella ? (@bellahadid)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები