Erasmus Mundus Master MARIHE-ს სტუდენტი თაკო ჩხარტიშვილი, რომელიც ფინეთში სწავლობს, ფინური სკოლების მოდელზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც თაკო ჩხარტიშვილი აღნიშნავს, Erasmus in Schools programme-ის ფარგლებში, მასწავლებლის სტატუსით ფინურ სკოლას ესტუმრა, სკოლაში მიღებულ შთაბეჭდილებებს კი მოქალაქეებს სტატუსის მეშვეობით უზიარებს:
„დღეს ფინურ სკოლაში მასწავლებელი ვიყავი და, მოდით, ცოტა ვისაუბროთ, რატომ ევროპა.
-ფინეთში სკოლების 95%-ს სახელმწიფო აფინანსებს. დაწყებით სკოლებში მოსწავლეების ასაკი 6-13 წლამდეა და ისინი I-VI კლასებში სწავლობენ, სწავლა, რა თქმა უნდა, უფასოა.
-კლასში, საშუალოდ, 10-15 მოსწავლეა, ასე მასწავლებლებს საშუალება აქვთ, თითოეული მოსწავლის ინტერესი/სუსტი/ძლიერი მხარე გაითვალისწინონ და სასწავლო პროგრამა საჭიროებისამებრ წარმართონ.
-სკოლაში სულ 130 მოსწავლე სწავლობს, პირველიდან მეექსვე კლასის ჩათვლით ყველა ერთმანეთს იცნობს. ყველა მასწავლებელი ყველა მოსწავლეს იცნობს, ლანჩს ერთად მიირთმევენ, დროს ერთად ატარებენ.
-გაკვეთილები 45 წუთიანია, 15 წუთიანი შესვენებით და ლანჩი 1 საათი გრძელდება (ლანჩს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო აფინანსებს)
-მოსწავლეები ვალდებულები არიან, ლანჩის შემდეგ ნახევარი საათი გაატარონ ეზოში (ითამაშონ, ისეირნონ, იხტუნონ-ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა)
-არ აქვს მნიშველობა ამინდს, მოსწავლეები ვალდებულები არიან, დღეში ნახევარი საათი + 15 წუთიანი შესვენებებიდანაც 5 წუთი მაინც გაატარონ გარეთ. ასე იზრდება ჯანსაღი თაობა.
-ლანჩის შემდეგ მოსწავლეები (ძირითადად მეოთხე კლასიდან) მორიგეობით ასუფთავებენ საერთო სამზარეულოს,
-სწავლობენ ყველაფერს, ბუნების გაკვეთილებს ატარებენ გარეთ: ტყეში, ტბასთან,
-ინგლისურის სწავლას იწყებენ პირველი კლასიდან, მესამე კლასელები ჩემზე კარგად მეტყველებდნენ ინგლისურად.
-ხელოვნების გაკვეთილზე ასევე ასწავლიან, თუ როგორ უნდა მოქსოვონ, იმუშავონ ხეზე, მეექვსე კლასიდან კი ემატებათ გაკვეთილები, სადაც სწავლობენ როგორ მოამზადონ საჭმელი, დაამუშავონ მეტალი, more crafting
-სკოლაში არ აცვიათ ფეხსაცმელები,
-ყველა იღიმის და ბედნიერია, არავინაა დაძაბული,
-სამასწავლებლო არის ძალიან კომფორტული, ფერადი. მოსასვენებელი სკამით მუდმივად ცხელი ყავით და სხვადასხვა ჯანსაღი სნექებით,
ყველაფერი იწყება ბავშვობიდან და შეუძლებელია ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვი არ იყოს ბედნიერი.
მხოლოდ ევროპა, ევროპა და ევროპა. საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროპული. ჩემს შვილს, თქვენს შვილს უნდა შეეძლოს ისწავლოს ბედნიერ და განვითარებულ სახელმწიფოში“, – წერს თაკო ჩხარტიშვილი.