LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – „ფინეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია“

117
ილია დარჩიაშვილი

„რასაკვირველია, ფინეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს და მოხარული ვართ, რომ საქართველომ ღირებულებებზე დაფუძნებული მომავალი, ადამიანის უფლებები და სამართლის უზენაესობა აირჩია“, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ელინა ვალტონენმა თქვა, რომ საქართველოს და ფინეთს აკავშირებთ ძალიან ძლიერი პარტნიორობა, რომლის გაღრმავებისთვის კარგი შესაძლებლობები არსებობს.

„საქართველომ მიაღწია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს – მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. ჩვენთვის შემდეგი ნაბიჯი იქნება თქვენთან და ბრიუსელთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა გადავიდეთ მომდევნო მნიშვნელოვან ეტაპზე: გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე.

კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. საქართველო არის ფინეთის სანდო პარტნიორი შავი ზღვის რეგიონში და ვიმედოვნებ, რომ დღეს გამართული საინტერესო დიალოგები ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებას“, – განაცხადა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილმა ელინა ვალტონენს მასპინძლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

„არაერთხელ აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფინეთის ურყევი მხარდაჭერა, ასევე თქვენი მუდმივი ჩართულობა და გვერდში დგომა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, ამისთვის ქართველები ძალიან მადლიერები ვართ“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისათვის, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ფინეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ასევე შეხვდა ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდერ სტუბს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები