LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდრიჩი: ბარსას სელტასთან წაგებამ ცოტა გაგვაკვირვა

29

მადრიდის „რეალის“ ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი თვლის, რომ მისმა გუნდმა მხოლოდ თავის მიღწევებზე იფიქროს და მეტოქეთა შედეგებს ნაკლები ყურადღება მიაქციოს.

„ბარსელონას“ მარცხზე არ ვფიქრობ. ყურადღება საკუთარ თამაშებზე უნდა გავამახვილოთ და არა სხვა გუნდებზე. რა თქმა უნდა, „ბარსას“ „სელტასთან“ წაგებამ ცოტა გაგვაკვირვა, მაგრამ ჩვენ უახლოეს შეხვედრებზე ვფიქრობთ. წინ „მალაგასთან“ და „ატლეტიკოსთან“ რთული თამაშები გველის. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის მატჩიც ახლოვდება“, – განაცხადა 30 წლის ფეხბურთელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები