LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძრაობა “ცვლილებების დროამ” პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი გამართა

79
Untitled
ფოტო: interpresnews

მოძრაობა “ცვლილებების დროა” ორბელიანების სასახლესთან აქცია-პერფომანსი გამართა. ღონისძიების ორგანიზატორები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილისგან პოლიტიკური მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.

“სალომე ზურაბიშვილმა საყოველთაო შერიგების იდეა შემოდო თაროზე. ჩვენი დღევანდელი პერფორმანსიც ამას ეძღვნება – მოვიტანეთ თარო და ის საქმე, რომელსაც “საყოველთაო შეთანხმება” ჰქვია. საყოველთაო შეთანხმების იდეა იყო მოთხოვნილი დასავლეთის, საქართველოს სამეგობრო ქვეყნების მხრიდან. სამწუხაროდ, ამ იდეამ კრახი განიცადა. ჩვენ ვთავაზობთ სალომე ზურაბიშვილს ამ გეგმის სრულად განხორციელებას, რათა არსებული პოლარიზაცია, რომელიც საქართველოშია, აღმოიფხვრას”, – განაცხადა მოძრაობის თავმჯდომარემ, თემურ ცათიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g