LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძრაობა სირცხვილია ბათუმში კომენდანტის საათს არღვევს

68
აქცია ბათუმი

მოძრაობა სირცხვილია ბათუმში კომენდანტის საათს არღვევს. აქციის მონაწილეები კორონავირუსის გამო, ქვეყანაში დაწესებულ ე.წ. კომენდანტის საათს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, როდესაც ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებზე არ ვრცელდება, დაწესებულ კომენდანტის საათს არ დაემორჩილებიან.

გადაადგილების შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმა. ინფორმაცია “ფორტუნას” უწყებაში დაუდასტურეს. მოქალაქეების დაჯარიმებას სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

აქტივისტები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისიდან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოსკენ მიდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g