LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძრაობა სირცხვილია: “ხელი აქვს ნაღრძობი და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან”

84
dsdsds

დღეს პარლამენტის შენობასთან აქცია ოპოზიციის რამდენიმე წევრმა, სამოქალაქო მოძრაობა “შეცვალეს” და „სირცხვილიას” წარმომადგენლებმა გამართეს. ისინი გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძის შორის გამართულ შეხვედრას და შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსს აპროტესტებდნენ.

აქციაზე ინციდენტებიც მოხდა. მოძრაობა “სირცხვილიას” ინფორმაციით, ერთ-ერთმა აქტივისტმა პოლიციასთან დაპირისპირებისას ხელი იღრძო, შსს-მ კი მის წინააღმდეგ საქმე აღძრა.

“დღეს პარლამენტის უკან გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებმა თათუშა არველაძეს ხელი მოაყოლეს მანქანაში. ღია ჭრილობასთან ერთად, მას ხელი აქვს ნაღრძობი. ორი კვირა უნდა ატაროს თაბაშირი.
რამდენიმე წუთის წინ თათუშას აცნობეს, რომ შსს მას ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება.
მუხლი გულისხმობს, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.”-აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g