მოძრაობა „თავისუფლება მიშას“ წევრებმა ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს. ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებიც იყვნენ მობილიზებულები, რომლებმაც კორდონი გააკეთეს და აქციის მონაწილეებს მისი გადაკვეთის უფლებას არ აძლევდნენ.
კორდონის მეორე მხარეს სავარაუდოდ, კონტრაქციის მონაწილეები იყვნენ შეკრებილები.