LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძრაობის პრობლემებზე სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ

51

სოციალურ ქსელში, ხშირად ვხვდებით უცხოეთში გადაღებულ ვიდეოებს იმის შესახებ, თუ როგორ უთმობენ გზას სასწრაფო დახმარების ავტომობილს საცობში. ერთ-ერთი ასეთი ვიდეო, ბატონ შალვას ვაჩვენეთ, რომელიც 20 წელია რაც სასწრაფო დახმარების ავტომობილს მართავს.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/JDMEverywhere/videos/1612366745718790/?pnref=story” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

„20 წელია ამ ავტომობილს ვმართავ, მაგრამ მსგავსი შემთხვევა, რაც ვიდეოშია ნაჩვენები, ჯერ არ მქონია. პირიქით, მე თუ მოძრაობის წესს ვარღვევ ჩემს უკან აუცილებლად აღმოჩნდება სამი, ან ოთხი ჩვეულებრივი ავტომობილი. მართალია მე ხელი არ მეშლება, მაგრამ მსგავსი საქციელი, სხვა მძღოლების მიმართ უპატივცემულობაა სხვა თუ არაფერი.“

 

ბატონო შალვა, ყველაზე მეტად რა გიქმნით პრობლემას გადაადგილების დროს?

იღიმის – არ ვიცი რომელი ერთიდან დავიწყო. პირველ რიგში რაზეც ყველაზე მეტად მწყდება გული არის ის, რომ მძღოლების უმეტესობას მოძრაობის კულტურა არ გააჩნია. გარდა ამისა, მძღოლების 90%-მა არ იცის მოძრაობის წესები. მიუხედავად იმისა, რომ მართვის მოწმობა 35 წლის წინ ავიღე, დღევანდელ სიტუაციასაც ადვილად ავუღე ალღო. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ და ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მოძრაობის კულტურა და ძირითადი წესები იგივე დარჩა.

 

ძალიან ბევრი მძღოლი სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლებს, უცოდინრობაში ადანაშაულებს, ამაზე რას იტყვით?

უშეცდომო ადამიაინ არ არსებობს. შესაბამისად კადრების შერჩევისას, იდეალური კადრის შერჩევა არ არის იოლი. მოძრაობის დროს უნებლიედ შეიძლება წესი დაარღვიო, მაგრამ შეგნებულად დარღვევა, ეს უკვე დანაშაულია.

 

როგორ ფიქრობთ რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს მართვის მოწმობის აღების წესები. კარგი იქნება თუ საგამოცდო თემებს ქალაქში გამოსვლაც დაემატება. განსაკუთრებით მოიმატა მძღოლების რაოდენობამ მას შემდეგ, როდესაც მართვის მოწმობა გამარტივდა და მოქალაქეებმა შეძლეს ცალკე აეღოთ ავტომატიკის მართვის მოწმობა. ქალებს გულისხმობთ? არა მარტო ქალებს, ძალიან ბევრი კაცი ვიცი, ვინც მექანიკაზე ვერ აბარებდა და ავტომატიკაზე იდეალურად ჩააბარა, იღიმის…

 

გარდა ამისა, ბატონმა შალვამ მკაფიოდ გაუსვა ხაზი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პირველი, რაც ზემდგომ ორგანოებს შეუძლიათ გააკეთონ, სწორედ ამ ავტომობილების მძღოლების გადამზადებაა. რაც შეეხება საპატრულო თანამშრომლების მიერ გადაკეტილ გზებს, თქვა, რომ ასეთი ქმედებებით, ისინი სპეციალურად ქმნიან საცობებს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები