LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება – ირაკლი ღარიბაშვილი

160
ირაკლი ღარიბაშვილი

ბანკებისთვის მოგების გადასახადი აქამდე არსებული 15%-ის ნაცვლად, 20% გახდება. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“პარლამენტს მივმართავთ, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 20% იქნება, ნაცვლად 15%-ისა. ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ბანკები მოგების გადასახადს გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

რა თქმა უნდა, ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ძალიან განვითარებული საბანკო სისტემა, ორი მსხვილი ბანკი დალისტულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. მათ ხელშეწყობას მომავალშიც გავაგრძელებთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღესვე მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები წელთა ნამსახურების მიხედვით დანამატსაც მიიღებენ.

ასევე, პრემიერის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის თანახმად კიდევ უფრო მეტად დაფასდება და გამარტივდება მეზღვაურების საქმიანობა.

“მეზღვაურებისთვის გვაქვს ასევე ძალიან კარგი ინიციატივა და ბატონი ლევანის უწყებამ მოამზადა აღნიშნული კანონპროექტი. მეზღვაურების საქმიანობა არის მხარდაჭერილი მთავრობის მიერ, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი რეფორმა განვახორციელეთ მათთვის და ჩვენ ახლაც, დღევანდელი ინიციატივით კიდევ უფრო მეტად დავაფასებთ და გავუმარტივებთ მათ საქმიანობას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ გაცემულ საბუთებს მეზღვაურები გამოიყენებენ 73 საზღვაო სახელმწიფოში, მათ შორის, 20 ევროკავშირის წევრი ქვეყანა აღიარებს საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურთა სერტიფიკატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები