LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგების გადასახადის რეფორმა საფინანსო სექტორს 2019 წლიდან შეეხება

77

მოგების გადასახადის რეფორმა საფინანსო სექტორს 2019 წლის პირველი იანვრიდან შეეხება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სხვადასხვა ბიზნესასოციაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

”მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის განხორცილების გარდამავალ ეტაპზე, ბიზნესს არ შეექმნას რაიმე სახის სირთულეები. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო, გამოთქვამს მზადყოფნას გაითვალისწინოს ბიზნესის თხოვნა და მოგების გადასახადის რეფორმა ამოქმედდეს 2017 წლის პირვლეი იანვრიდან” – განაცხადა ხადურმა.

პირველ ეტაპზე კი ეს ცვლილებები დამატებული ღირებულების გადასახადს შეეხება – ძირითადი საშუალებების იმპორტის დროს, დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა საჭირო აღარ იქნება, რაც ასევე გულისხმობს ადმინისტრირების გამარტივებას. აღნიშნული ცვლილება კანონპროექტის მიღებისთანავე ამოქმედდება.

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საგადასახადო ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები