„You’re gonna miss me when I’m gone“ – ახლახან დაღუპული მეცხრეკლასელი გოგონას, ლენო გვარჯალაძის ვიდეოს, სადაც გოგონა შესანიშნავად მღერის და საკუთარ თავს აკომპანემენტს ჭიქის საშუალებით უკეთებს, მისი მამა, მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე აზიარებს.
„უკვე მენატრები“, წერს მამა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გოგონა საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ლენო ხმის რეჟისორის, გიორგი გვარჯალაძისა და ტელეჟურნალისტის, ლულუ კახიანის უფროსი ქალიშვილია.