LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოღალატეები რამდენიმე მხრიდან არიან“ – ლიზა იასკო პასუხობს კითხვას, ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს

207
ლიზა იასკო

უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრობს, თუ ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს. მისი განცხადებით, „მოღალატეები არიან რამდენიმე მხრიდან და სააკაშვილმა იცის ვინ ვინ არის“.

ლიზა იასკოს თქმით, „ძალიან ბევრმა ადამიანმა მიხეილ სააკაშვილის სახელით პიარი გაიკეთა და სპეკულირებს მისი სახელით“.

სააკაშვილი – გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ

„არ მინდა სახელები დავასახელო, არც ვანო მერაბიშვილი, არც სხვა არავინ, უბრალოდ ვიცი, რომ როდესაც მე კარგად ვიცოდი ვინ უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილი ამ ჯგუფში არ იყო. ის ძალიან იშვიათი სტუმარი იყო კიევში. მე ვერ დავადასტურებ, რომ იმ დროს რაღაც ხდებოდა. ალბათ ვანომ თქვა ის, რაც ჰქონდა სათქმელი. ვფიქრობ, რომ რაღაც სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით არ არის კორექტული. ახლა არ ვიტყვი ვინ იყო მოღალატე და სახელებს არ დავასახელებ. თანაც არა მგონია, რომ ეს სააკაშვილს რამენაირად დაეხმარება, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი ხალხი არის. მოღალატეები არიან რამდენიმე მხრიდან.

მიხეილ სააკაშვილმაც იცის ვინ ვინ არის და კარგად იცის ვინ რას ეუბნებოდა, ვინ ასრულებდა თავის დაპირებას და ვინ არა, მაგრამ ამას არ ამბობდა. ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიკეთა პიარი და კარიერა მიხეილ სააკაშვილის სახელზე და აგრძელებენ ამის კეთებას. ბევრი ადამიანი სპეკულირებს მისი სახელით. დღევანდელი შავი პიარის კამპანია არჩევნების წინ, იყო ამის ნაწილი. მინდა, რომ ყველა კონცენტრირდეს მთავარ ამბებზე და მოქმედებაზე და რა იმაზე თუ ვინ გამოჩნდება ტელევიზიაში ყველაზე ხშირად და ლამაზად. ბევრ ადამიანს სურს ინტერვიუში მონაწილეობა ან თქვენთან სტუდიაში მოსვლა, მაგრამ ამას არ მოჰყვება არანაირი რეალური მოქმედება. თუ ჩვენ გვინდა პოლიტიკური ცვლილებები, უნდა მოხდეს როგორც მედია, ასევე რეალური აქტიურობა. სიტყვები იაფია, მოქმედება ძვირი. ახლა იმ ადამიანების მოქმედების დროა, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველოს ჰქონდეს მშვიდობიანი მომავალი. ასევე, ვისაც უნდა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება,“ – ამბობს ლიზა იასკო.

ვნანობ, რომ თავის დროზე შს მინისტრი თანამდებობიდან არ გავათავისუფლე – სააკაშვილი მერაბიშვილზე

„ქართველი იქ არ იგულისხმება, ლაპარაკია უკრაინაზე.. ჩემს შვილთან მიდიოდნენ აეროპორტი, კაფეში და აფრთხილებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა არის აუცილებელი“ – ალასანია სააკაშვილის ინტერვიუზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g