LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველი იქ არ იგულისხმება, ლაპარაკია უკრაინაზე.. ჩემს შვილთან მიდიოდნენ აეროპორტი, კაფეში და აფრთხილებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა არის აუცილებელი“ – ალასანია სააკაშვილის ინტერვიუზე

159
Untitled design

გამოცემა „შპიგელის“ ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გამორიცხული არ არის, ადამიანები, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ, სააკაშვილის დედა გიული ალასანია ეხმიანება.

როგორც გიული ალასანია აღნიშნავს, ინტერვიუში „ქართველი არ იგულისხმება“. მისივე თქმით, „სააკაშვილთან მიდიოდნენ სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, კაფებსა და აეროპორტში და ეუბნებოდნენ, რომ მისი საქართველოში ჩასვლა არის აუცილებელი და ეს უნდა მოხდეს ოქტომბრამდე“.

„ამასთან დაკავშირებით გაიმართა რაღაც სპეკულაცია საზოგადოების მხრიდან, ვინ, რა, როგორ იგულისხმება.

არავითარი ქართველი იქ არ იგულისხმება, არანაირად. ლაპარაკია უკრაინაზე, ახლა არის ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ტერმინი რუსეთში, რაც ნიშნავს საინფორმაციო ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციას.

ჩემი შვილის შემთხვევაში მიდიოდნენ სხვადასხვა ადგილში, სადაც ნახავდნენ, იქნებოდა ეს აეროპორტი, კაფე თუ ქუჩა და აფრთხილებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა არის აუცილებელი, ეს უნდა მოხდეს ოქტომბრამდე, უსათუოდ ოქტომბრამდე. რატომ? იმიტომ, რომ მზადდებოდა ეს ოპერაცია უკრაინაში და ამ დროს ის არ უნდა ყოფილიყო ზელენსკის გვერდით.

ეს იყო ამოცანა და ამ ამოცანას მიაღწიეს. მიაღწია კრემლმა და ჰყავს ახლა აქ გამოკეტილი უკვე წელიწადი და ოთხი თვეა და, ფაქტობრივად, კლავენ.

ეს არის კრემლის სპეცოპერაცია, რომელსაც, სამწუხაროდ, აკეთებენ ქართული ხელისუფლების ხელით. კონკრეტულად არავისზე არ არის საუბარი. ვანო მერაბიშვილზე არაერთხელ უთქვამს იგივე, რაც იქ არის დაბეჭდილი, ადრეც უთქვამს, რომ ამ მოვლენებთან მას არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა ალასანიამ.

გიული ალასანიამ ასევე განმარტა, როდის და რა ვითარებაში ჩაწერა გერმანულმა გამოცემამ მიხეილ სააკაშვილი.

„ინტერვიუს ჩაწერა ჩემი მეშვეობით მოხდა, თვითონ წერს ამ წერილებს, მე უბრალოდ გადავბეჭდე და მივაწოდე. არ მოისმინეთ ბრიტანელი ექსპერტის ბოლო დაკითხვა, მან დარბაზს მიმართა და უთხრა, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, ვისთან გვაქვს საქმე. ადამიანის საწყისი მდგომარეობა, მისი ინტელექტი იყო ძალიან მაღალი და იმასთან შედარებით ვეღარ არის ფორმაში, მაგრამ ბევრთან შედარებით უფრო მაღალია“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ვრცლად ამავე თემაზე:

ვნანობ, რომ თავის დროზე შს მინისტრი თანამდებობიდან არ გავათავისუფლე – სააკაშვილი მერაბიშვილზ

მორალურად არასწორი იყო ამ ვიდეოთი იმის ჩვენება, თითქოს შეურაცხადი ვარ – სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის კადრებზე

დედაჩემს მემკვიდრეობით მიღებული ქონების გაყიდვა მოუწია, მაგრამ ახლა მაინც არ გვაქვს ფული – მიხეილ სააკაშვილი

ყაველაშვილი: სააკაშვილმა მერაბიშვილ-კეზერაშვილზე და მათ ხელის ბიჭ ხაბეიშვილზე დარტყმა გადაწყვიტა.. ბოლო ეჭვიც გაფანტა, რომ საკუთარი ნებით არ ჩამოსულა

ვწუხვარ, რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური და უსინდისო საქციელი – ვანო მერაბიშვილი

გია ხუხაშვილი: ყველა დამნაშავეა, ვინც პირდაპირ, ან ირიბად სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში მონაწილეობდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g