ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ყველა, ვინც მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არწმუნებდა, რომ საქართველოში დაბრუნება სწორი საქციელია – დამნაშავეა.
ამის შესახებ პოლიტოლოგი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ამას შეგნებულად აკეთებდნენ, თუ სიბრიყვით მოსდიოდათ:
„ვინც პირდაპირ, ან ირიბად მონაწილეობდა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში, მათ შორის, არწმუნებდა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, ყველა დამნაშავეა, მიუხედავად იმისა, ამას შეგნებულად აკეთებდა, თუ სიბრიყვით.
სიბრიყვე, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება, პოლიტიკაში პრაქტიკულად იგივე სიმძიმის დანაშაულია, როგორიც ღალატი…“ – წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.
ის, რაზედაც აქამდე მხოლოდ კულუარებში ჰყვებოდნენ – ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილის ინტერვიუზე