LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოგიწოდებთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ მეორე ტურში” – მარგველაშვილი

45

“ძალაუფლების წყარო საქართველოში არის ხალხი. თქვენ ამას გრძნობთ და არავის უნდა დაეზაროს საკუთარი პოზიციის გამოხატვა და დაფიქსირება”- ამის შესახებ საქართველოს მოქმედმა  პრეზიდენტმა  საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გიროგი მარგველაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა მონაწილეობა მიიღონ არჩევნების მეორე ტურში.

„საქართველოში ძალაუფლების წყარო ხალხია, ამას გრძნობთ და საკუთარი პოზიციის გამოხატვა არავის უნდა დაეზაროს. საერთაშორისო პარტნიორებს თხოვნით მივმართავ და ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ მოლოდინი მაქვს. მეორე ტური უმნიშვნელოვანესია. უაღრესად მნიშვნელოვანია იგივე მოცულობითა და ინტენსივობით იყოს სადამკვირვებლო მისიები წარმოდგენილი მეორე ტურის არჩევნების დროს“- განაცხადა მარგველაშვილმა

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებში გადასულ რომელიმე კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ან გრიგოლ ვაშაძეს მხარს არ უჭერს. მისი თქმით, მას რომ ნდომოდა ამ პოლიტიკურ პროცესში ჩართვა, თავად მიიღებდა მონაწილეობას.

მოქმედმა პრეზიდენტმა  მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ხარვეზებზე, რომელიც სადამკვირვებლო მისიებმა გამოავლინეს და აღნიშნა, რომ მათი გამოსწორება უნდა მოხდეს მეორე ტურისთვის.

“არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, თუმცა აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო რომ ის ხარვეზები რაზეც  ჩვენ მიგვითითეს ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა აუცილებლად უნდა იყოს ყაუცილებლად უნდა იყოს ყურადღებამიქცეული და გამოსწორებული, არა როდესმე, არამედ მეორე ტურზე. ძალაუფლების წყარო საქართველოში არის ხალხი და არავის უნდა დაეზაროს საკუთარი პოზიციის გამოხატვა,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ არჩევნების პირველი ტური იყო კონკურენტული, რაც მნიშვნელოვანია.

ცესკომ ხმების 100% დაითვალა. მონაცემების მიხედვით, საქართველოში მეორე ტური ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება.

შედეგები კი ასეთია:

სალომე ზურაბიშვილი (ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი) — 38,64%

გრიგოლ ვაშაძე (ძალა ერთობაში) — 37,74%

დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველო) — 10,97%

შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) — 3,74%

ზურა ჯაფარიძე (გირჩი) — 2,26%

დავით უსუფაშვილი (შენების მოძრაობა) — 2,26%

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g