LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოგიწოდებთ, საჭიროების შემთხვევაში დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში, ევაკუაციის მოთხოვნებს“ – საქართველოს საელჩო საბერძნეთში ტყის ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

192
ხანძარი საბერძნეთში

საქართველოს საელჩო საბერძნეთში ტყის ხანძართან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

„ძვირფასო თანამემამულეებო!

ატიკის ტერიტორიაზე, კერძოდ, ვარნავას, როდოპოლის, სტამატასა და ამიგდალეზაზე არსებულ ხანძართან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:

საელჩოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საბერძნეთის კლიმატური კრიზისებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების სამინისტროსთან.

ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, საელჩოში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერბს ცხელი ხაზი (+306952220000), რომელზეც ამ დრომდე არ შემოსულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.

საელჩოს ცხელი ხაზი განთავსებულია როგორც საელჩოს, ისე საკონსულოს ვებგვერდებზე.

ამასთან, მოგიწოდებთ, საჭიროების შემთხვევაში დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში, ევაკუაციის მოთხოვნებს.

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166.

საელჩო, თავის მხრივ, საჭიროებისამებრ მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას!

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000“ – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საბერძნეთში, დედაქალაქ ათენთან ახლოს ტყის ხანძარი მძვინვარებს, რის გამოც ხელისუფლებამ რამდენიმე სოფლისა და ქალაქის ათასობით მცხოვრების ევაკუაციის ბრძანება გასცა.

მედიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ხეები, სახლები და ავტომობილები და კვამლის ღრუბლებმა საბერძნეთის დედაქალაქს მიაღწია.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 400-ზე მეტი მეხანძრე, 16 სახანძრო თვითმფრინავით და 13 ვერტმფრენი იყო ჩართული. ცეცხლმა სოფელ ვარნავასს მიაღწია, რომელიც ათენის ჩრდილოეთით 35 კმ-ში მდებარეობს.

მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ ათენის მახლობლად მდებარე ისტორიული ქალაქის, მარათონის ევაკუაციის ბრძანება გასცა და ქალაქის 30 000-ზე მეტი მცხოვრები ზღვისპირა ქალაქ ნეა მაკრისში გადაიყვანეს. არსებული მდგომარეობის გამო, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა შვებულება შეწყვიტა და დედაქალაქში დაბრუნდა.

მეხანძრეებმა 40 ხანძრიდან 33-ის გაკონტროლება შეძლეს, თუმცა, შვიდი ხანძარი ჯერ კიდევ ვერ ჩააქრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g