LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლეს

161
ბერძნული პოლიცია

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს – არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა.

გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ბერძნული მედია წერს, შემთხვევა ათენში, 02:30 საათზე მოხდა – თავდამსხმელი წყვილის სახლში შეიარაღებული მივიდა და ქართველ კაცს ესროლა. ის პოლიციამ უკვე დააკავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები