LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი – 46.4 გრადუსი დაფიქსირდა 

184
rtkty

საბერძნეთის მოსახლეობა კვლავ გაუსაძლის სიცხეებს ებრძვის – 23 ივლისს ქვეყანაში ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი – 46.4 გრადუსი დაფიქსირდა.

ათენის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურების ინფორმაციით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა პელოპონესის რეგიონში, ქალაქ გიტეიოში დაფიქსირდა.

როგორც მედიასაშუალებები წერს, ეს მაჩვენებელი ქვეყანაში რეკორდულია 2006 წელს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურის შემდეგ.

ცნობისათვის, საბერძნეთში მაღალი ტემპერატურით გამოწვეულ ტყის ხანძრებსაც ებრძვიან – საბერძნეთის კუნძულ როდოსზე ტყის ხანძრის გამო 19 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები