LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტები აღარ უნდათ? – ევროპა ახალ შეზღუდვებს აწესებს

114
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებაზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა. საბერძნეთის 250-ზე მეტ პლაჟზე შეზლონგებისა და ქოლგების განთავსება აიკრძალება.

ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა The Sun-ი, რომლის მიხედვითაც ახალი წესები 2026 წლიდან უკვე ვრცელდება და მოიცავს დაახლოებით 251 სანაპიროს, მათ შორის ეკოლოგიურად დაცულ ზონებში მოხვედრილ ლოკაციებს. 

ახალი რეგულაციებით:

  • აიკრძალა გასაქირავებელი შეზლონგები და ქოლგები
  • აღარ დაიშვება პლაჟზე დროებითი ინფრასტრუქტურა (ბარები, ხის კონსტრუქციები და სხვ.)
  • პლაჟები უნდა შენარჩუნდეს ბუნებრივ მდგომარეობაში

ზოგიერთ შემთხვევაში აკრძალვა ვრცელდება თითქმის ყველა კომერციულ აქტივობაზე, რაც ტურისტებისთვის ნიშნავს, რომ ასეთ ადგილებში დასვენება მხოლოდ პირსახოცით იქნება შესაძლებელი.

ხელისუფლების მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი არის გადაჭარბებული ტურიზმი – დამსვენებელთა ჭარბი ნაკადი, რომელიც:

  • აზიანებს ეკოსისტემებს
  • საფრთხეს უქმნის ცხოველებისა და მცენარეების ჰაბიტატებს
  • ცვლის პლაჟების ბუნებრივ ფორმას

მთავრობის განცხადებით, მიზანია პლაჟების ეკოლოგიური, გეომორფოლოგიური და ვიზუალური ღირებულების დაცვა.

ბუნებრივია, ასეთი შეზღუდვა ტურიზმის ბიზნესისთვის უშედეგოდ არ ჩაივლის და ექნება როგორც მოკლევადიანი ისე გრძელვადიანი ეფექტი. პირველი – ნაკლები კომერციული სივრცე და შემოსავალი პლაჟებზე და მეორე –  უფრო მაღალი ხარისხის, ეკო-მეგობრული ტურიზმის განვითარება.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მსგავსი პოლიტიკა უკვე ტრენდად ყალიბდება ევროპაში, სადაც ქვეყნები ცდილობენ ბალანსის დაცვას ტურიზმსა და გარემოს დაცვას შორის.

ახალი წესები, შესაძლოა სხვა ტურისტული ქვეყნებისთვისაც მისაბაძი გახდეს, რაც მომავალში მოგზაურობის გამოცდილებას მთლიანად შეცვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g