LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაური საქართველოს მიუვალ ადგილებში მისვლას ვერტმფრენით შეძლებს

160

მოგზაური საქართველოს მიუვალ ადგილებში მისვლას ვერტმფრენით შეძლებს.

ახალი ტურისტული სერვისის შექმნაზე ჰოლდინგ ”აჭარა ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა ”ავიატორი” მუშაობას. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ”ავიატორის” ე.წ  საჰაერო ტაქსს მალე ვერტმფრენიც დაემატება.

”მოგეხსენებათ, თვითმფრინავის გადასაადგილებლად საჭიროა აეროდრომის არსებობა, ისე თვითმფრინავი ვერ დაჯდება. ვერტმფრენს კი ამის პრობლემა არ აქვს- აეროდრომის გარეშეც, მარტივად შეუძლია დაჯდეს ყველაზე რთულ და მიუვალ ადგილზე. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩვენს მომხმარებელს ვერტმფრენით მომსახურება შევთავაზოთ. საქართველოში ბევრია ტურისტულად ისეთი საინტერესო ადგილი, სადაც არა თუ თვითმფრინავით, მანქანითაც ვერ ხერხდება მისვლა. სწორედ ასეთ ადგილებში მოგზაურობისას შეძლებენ ჩვენი მომხმარებლები, ისარგებლონ ”ავიატორის” ვეტრმფრენით”, – განუცხადეს ”ფორტუნას”  ”აჭარა ჯგუფის” შვილობილ კომპანიაში.

როგორც ”ავიატორში” ამბობენ, შიდა ტურებზე მომუშავე ვერტმფრენი ქართულ საავიაციო ბაზარზე 2018 წლის პირველ ნახევარში გამოჩნდება. ის 4 ადგილიანი იქნება და მომხმარებელს გადაადგილებას სრულიად საქართველოს მასშტაბით შესთავაზებს. სერვისის ღირებულება ამ დროისთვის უცნობია და ტარიფზე მსჯელობა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ახალი ქართული ავიაკომპანია ”ავიატორი” ბაზარზე 2016 წლის დეკემბერში გამოჩნდა. ”ავიატორი” მგზავრებს გადაადგილებას ქვეყნის შიგნით და რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში სთავაზობს.

ავიაკომპანიას ჰყავს ამერიკული წარმოების, Beechcraft KingAir C90GTX ტიპის ერთი საჰაერო ხომალდი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, დაახლოებით 2000 კილომეტრის მანძილზე, 3 საათის დიაპაზონში დაფრინავს. კერძოდ, საქართველოს სერტიფიცირებულ აეროპორტებში – ბათუმში, ქუთაისში, მესტიაში, ამბროლაურსა და თელავში, ხოლო საზღვარგარეთ: სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g