ალკოჰოლის გარეშე მოგზაურობა, იგივე dry tourism ან sober travel, ტურიზმის სფეროში 2026 წლის ერთ-ერთი წამყვანი ტრენდი ხდება. მსოფლიოს ტურისტები სულ უფრო ხშირად ირჩევენ მოგზაურობას, სადაც ალკოჰოლის მოხმარება მინიმუმამდეა დაყვანილი ან საერთოდ გამორიცხულია. ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო გამოცემა Condé Nast Traveler-ის უახლეს სტატიაში.
კვლევის მიხედვით, სიფხიზლე ყველაზე მეტად ახალგაზრდა მოგზაურებს, განსაკუთრებით Gen Z-ის და მილენიალებს უკავშირდებათ. მათი უმრავლესობისთვის მოგზაურობისადმი არსებული მიდგომები უნდა გადაიხედოს, ტურიზმი არ უნდა ასოცირდებოდეს წვეულებებთან და სპირტიან სასმელთან.
ახალი თაობის ბევრი წარმომადგენელი მივლინებებს უფრო ჯანმრთელობის, კულტურისა და ემოციური გამოცდილებების მისაღებად იყენებს.
განვითარება აისახება დამსვენებელთა მოთხოვნებშიც – Expedia-ს მონაცემებით 25-35 წლის მოგზაურების თითქმის 66%-ს აინტერესებს სასტუმროები და ლოკაციები, სადაც ხელმისაწვდომია მაღალი ხარისხის სასმელი, ალკოჰოლის გარეშე.

მსგავსი ტენდენცია უახლეს ტურისტულ მომსახურებაშიც ვლინდება – მაგალითად, სხვადასხვა სასტუმროები თუ საკრუიზო გემები ინფრასტრუქტურას ავითარებენ სპეციალური პაკეტების შეთავაზებით, სადაც მოგზაურებს არაალკოჰოლური სასმელების ულიმიტო ოდენობას სთავაზობენ და კულტურული, სპორტული თუ სარელაქსაციო აქტივობებიც ყოველგვარი ალკოჰოლის გარეშე იგეგმება.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ცვლილება მხოლოდ გაყიდვების ზრდას არ უკავშირდება და ტურისტული ინდუსტრია აქცენტს ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და მგზავრობის ხარისხის გაუმჯობესებაზე აკეთებს. ბუნებრივია, ეს ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ქმნის როგორც მოგზაურებისთვის, ისე სფეროს სხვა წარმომადგენლებისთვის.
