LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოჰამედ ალი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს

59

ლეგენდარული მოკრივე, მოჰამედ ალი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სპორტსმენს პრობლემები სუნთქვასთან შეექმნა, რომლის შემდეგაც მისმა ნათესავებმა სასწრაფო გამოიძახეს. ექიმები ალის მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებენ.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედს პარკინოსნის დაავადება აქვს, უკანასკნელად საზოგადოების წინაშე ის მიმდინარე წლის აპრილში გამოჩნდა. აღნიშნული დაავადება ალის 1984 წელს, 42 წლის ასაკში დაუდგინეს, ბოლო წლებში მსგავსი შეტევა მას რამდენჯერმე ჰქონდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები