„ბლექ სი არენა“ 30 ივლისს ქრისტინა აგილერას გრანდიოზული შოუთი გაიხსნება. ჩვენი გვერდის საშუალებით თქვენ უკვე ნახეთ მისი მისასასლმებელი ვიდეოგზავნილი, რომელიც ქართველ თაყვანისმცემლებს გამოუგზავნა.
„ბლექ სი არენა“ კი კონცერტამდე საინტერესო გასართობს გვთავაზობს, რომელიც შეიძლება, სასარგებლოდაც იქცეს. საქმე ისაა, რომ საკონცერტო დარბაზი ქრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრებ ორ მოსაწვევს ათამაშებს. თამაშის წესი მარტივია – ეს მუსიკალური კონკურსია, სადაც ქრისტინა აგილერას სიმღერა ან სიმღერები უნდა შეასრულოთ და ატვირთოთ ვიდეო თქვენს გვერდზე ჰაშთეგით #Blackseaarena. გამარჯვებული ლაიქების მიხედვით გამოვლინდება!.. ასე რომ, სცადეთ ბედი.
ჩვენ კი გთავაზობთ ერთ-ერთ პირველ ვიდეოს, დუეტს, რომელიც მანუ მურღულიამ და ნათია ოქრუაშვილმა ჩაწერეს. მასში ქრისტინა აგილერას სამი სიმღერაა თავმოყრილი…
