დაქორწინების შემდეგ, მულტიმილიონერი, ჯეფ ბეზოსი მეუღლესთან, ლორენ სანჩესთან ერთად აიდაჰოში, მილიარდერების საზაფხულო კურორტზე გადაიღეს.
საზოგადოებას არ გამოჰპარვია 61 წლის ბეზოსის ახალი ვარცხნილობა. საქმე ისაა, რომ ის უკვე წლებია ბოლომდე გადაპარსული თმით იყო წარმოდგენილი, ამჯერად კი როგორც ჩანს, მან თმის გაზრდა გადაწყვიტა.
თმა გარკვეულწილად ირეკლავდა მისი ახალგაზრდობის ხანას, როცა ბეზოსს თმის ცვენა დაეწყო და ნახევრად გამელოტებული ვარცხნილობა ჰქონდა.
წყვილის ახალ ფოტოს და ბეზოსის ახალ ვარცხნილობას უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა.
„მოიყვანა ცოლი და მიუშვა თავი“, „სტილისტი ავად გაუხდა?“, „თმის გადანერგვისთვის ემზადება“, „ბეზოსს ძველი დრო მოენატრა“, – არ წყდება კომენტარები.
ჯეფ ბეზოსი ლორენ სანჩესისთვის, საქორწინო საჩუქრის სახით, გამოცემა Vogue-ის გადაცემას გეგმავს


