„მოხარული ვარ კაპიტოლიუმში სალომე ზურაბიშვილის მიღებით საქართველოში არსებული კრიზისის ორპარტიული განხილვისთვის“, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) X-ის პლატფორმაზე წერს და თავის განცხადებას შაჰინი თან ურთავს ფოტოსურათს, რომელზეც, მის გარდა, გამოსახული არიან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია).
„მოხარული ვარ კაპიტოლიუმში სალომე ზურაბიშვილის მიღებით საქართველოში არსებული კრიზისის ორპარტიული განხილვისთვის. შევთანხმდით, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. მივესალმები ქართველი ხალხის სწრაფვას უფრო დემოკრატიული მომავლისთვის“, – განაცხადა შაჰინმა.