LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოხდება ორი სხვადასხვა ვირუსის გადახლართვა – ექიმების პროგნოზით ეპიდვითარება სავარაუდოდ იანვრის შუა რიცხვებში დამძიმდება

281
კორონავირუსი

“ციფრები რომლებიც დღეს არსებობს, არის არასტაბილური” – ექიმების პროგნოზით ეპიდვითარება სავარაუდოდ იანვრის შუა რიცხვებში დამძიმდება.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ “ომიკრონის” გავრცელებისა და ლეტალობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, მეექვსე ტალღა სადღესასწაულო პერიოდის შემდეგ დაიწყება. რჩევები უცვლელია – ვაქცინაცია და რეკომენდაციების დაცვა.

“ციფრები, რომელიც დღეს არსებობს, არის ძალიან არასტაბილური იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ორი სხვადასხვა ტიპის ვირუსის გადახლართვა მოხდება, რეალური შედეგები იქნება სადღაც იანვრის მეორე ნახევარსა და თებერვალში და ეს პერიოდი კიდევ უფრო დამძიმდება.” – აცხადებს ექიმი დევი ტაბიძე.

მისი განცხადებით, საჭიროა მომზადება და დახვედრა ვაქცინაციის იმ დოზით და რაოდენობით, რომელიც საქართველოშ კორონავირუსის მდგომარეობას  შეამსუბუქებს.