საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ინტერნეტში ყბედობის ნაცვლად მიჩივლეთ… თქვენ ადგილას შემრცხვებოდა, თუნდაც 2020 წლის მერე აღარ გამოვჩნდებოდი…“ – გიორგი ფხაკაძის პასუხის პასუხი: რა მიმართვას ავრცელებს ნუკი კოშკელიშვილი
ფხაკაძემ ცოტა ხნის წინ კომპანია ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და რეპუტაციის შელახვაში დაადანაშაულა, თუმცა კოშკელიშვილი პასუხად ამბობს, რომ გიორგი ფხაკაძე უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებს:
ფხაკაძე კონკრეტულ კომპანიებს, მათ ხელმძღვანელებს ასახელებს და ხარისხის სერტიფიკატების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს:
„ინდური სიროფმა 20 ბავშვი მოკლა დღეს! საქართველოში რას ვსვამთ?! არუნას, ონლაინ და „უბრალო აფთიაქებო“ – სად არის თქვენი ხარისხის სერტიფიკატები! ნუ მოკლავთ!“ – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გაავრცელა და ინდური ხალხური მედიცინის სპეციალისტს, არუნ ხათრს და Nuki Cosmetics-ის დამფუძნებელ, ნუკი კოშკელიშვილს ხარისხის სერტიფიკატების გასაჯაროებისკენ მოუწოდა:
„არუნაჯან, მე თბილისში ჩამოვდივარ და შენთან ამოვალ, მართლა გეუბნები, შენ თუ გგონია მომერიდება… მოვალ და უნდა გვაჩვენო სერტიფიკატი. „ლაივით“ შემოვალ გამჭვირვალედ… აუცილებლად ვესტუმრები ნუკისაც (კოშკელიშვილს) ვნახოთ რას ყიდიან, ნუკი მოემზადე. მოკლედ არუნა, ნუკი მოვდივარ თქვენკენ, წინასწარ გაფრთხილებთ…“ – ამბობს ვიდეომიმართვაში გიორგი ფხაკაძე.
Posted by Giorgi Pkhakadze on სამშაბათი, 07 ოქტომბერი, 2025
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ინდოეთში ხველების სიროფმა, სახელად Coldrif, უკვე 20 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მისივე თქმით, „Sresan Pharmaceuticals“-ის პროდუქცია, მათ შორის სიროფები და საკვები დანამატები, საქართველოშიც ხელმისაწვდომია, ამიტომ საჭიროა საზოგადოებამ იცოდეს: რას აწარმოებს ეს კომპანია, რა დარღვევებია გამოვლენილი და სად არის ხარისხის სერტიფიკატები“.
ფხაკაძის თქმით, „ეს არ არის ბრალდება კონკრეტული პირის მიმართ, არამედ ეს არის მომხმარებლის კანონიერი უფლება იცოდეს, რომ პროდუქტი, რომელსაც სვამს, უსაფრთხოა:
„თაღლითია, ფულს ითხოვს, მაგას თუ დავუჯერებთ პანდემიის დროს ყველა უნდა ამოვწყვეტილიყავით…“ – სკანდალი კოსმეტიკის გარშემო: რატომ ემუქრება გიორგი ფხაკაძე ნუკი კოშკელიშვილს სასამართლოში ჩივილით
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე და ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი ხმაურიანი დაპირისპირების ეპიცენტრში მოექცნენ.
„ინდური „Sresan Pharmaceuticals“ და 20 ბავშვის ტრაგედია — რას ვსვამთ საქართველოში?ინდოეთში ხველების სიროფმა, სახელად Coldrif, უკვე 20 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოფიციალური ლაბორატორიული ანალიზებით დადგინდა, რომ სიროფი შეიცავდა დიეთილენგლიკოლს (DEG) — ინდუსტრიულ გამხსნელს, რომელიც თუნდაც მცირე დოზით სასიკვდილოა. ეს ტრაგედია მხოლოდ ინდოეთის პრობლემა არ არის. „Sresan Pharmaceuticals“-ის პროდუქცია, მათ შორის სიროფები და საკვები დანამატები, საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ამიტომ საჭიროა საზოგადოებამ იცოდეს: რა აწარმოებს ეს კომპანია, რა დარღვევებია გამოვლენილი და სად არის ხარისხის სერტიფიკატები.
„Sresan Pharmaceuticals“-ის პროდუქცია
ინდურ პლატფორმებზე დაფიქსირებულია, რომ კომპანია აწარმოებს 40-ზე მეტ პროდუქტს, მათ შორის:
❖ Coldrif Syrup – ხველების სიროფი (DEG-ით დაბინძურებული).
❖ Nimusan / Nimusan Plus – ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი.
❖ Albendazole (Benzole 400 mg) – ანტიპარაზიტული.
❖ Paracetamol-ის კომბინაციები.
❖ Herbal Child Growth Syrups.
❖ Protein Powders და Vitamin D3 (Calshel).
ანუ კომპანია ერთდროულად აწარმოებს როგორც მედიკამენტებს, ისე საკვები დანამატების მსგავს პროდუქტებს.
პარტნიორული წარმოება — ლეგიტიმური კითხვები
ფაქტია, რომ „Sresan Pharmaceuticals“ აწარმოებს არა მხოლოდ საკუთარ ბრენდირებულ პროდუქტებს, არამედ საკვები დანამატებს სხვა კომპანიებისთვისაც.
ამით ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: საქართველოში გაყიდვაში არსებული საკვები დანამატები, მაგალითად „Herbal Healing“ (
HerbalHealing.ge), რომელიც არუნის მიერ პოპულარიზდება — ხომ არ არის სწორედ „Sresan“-ის ქარხანაში წარმოებული? – ამაზე პასუხი არ ვიცით, რადგან არუნს არ გაუზიარებია ხარისხის სერტიფიკატები (GMP, CoA).
იგივე კითხვა ვრცელდება სხვა იმპორტიორებსა და ონლაინ აფთიაქებზე: ფარმაცევტული კომპანიები და დისტრიბუტორები — შეგიძლიათ წარმოადგინოთ ინდოეთიდან შემოტანილი პროდუქციის სერტიფიკატები?
ეს არ არის ბრალდება კონკრეტული პირის მიმართ — ეს არის მომხმარებლის კანონიერი უფლება იცოდეს, რომ პროდუქტი, რომელსაც სვამს, უსაფრთხოა.
GMP დარღვევები
ინდოეთის რეგულატორებმა ქარხანაში აღმოაჩინეს: ანტისანიტარიული პირობები
დოკუმენტაციის ხარვეზები
არასწორი ტესტირება
არაკვალიფიციური პერსონალი
ამიტომ ტამილ ნადუს შტატში კომპანიას ლიცენზია გაუუქმდა, ხოლო კერალამ და სხვა შტატებმა ყველა პროდუქტი აკრძალა.
Q&A – მომხმარებელთა კითხვები
რა არის DEG და რატომ არის საშიში?
დიეთილენგლიკოლი ინდუსტრიული ქიმიკატია, რომელიც მცირე დოზითაც იწვევს თირკმლის უკმარისობასა და სიკვდილს.
რა უნდა მოვითხოვო აფთიაქში ან ონლაინ მაღაზიაში პროდუქტის ყიდვისას?
ყოველთვის მოითხოვეთ: • GMP სერტიფიკატი (ოფიციალური ქარხნის) • CoA (პარტიის ლაბორატორიული ანალიზი)
რას ნიშნავს ეს საქართველოში?
საქართველოშიც იყიდება ინდური პროდუქტები. სანამ ვიყიდით სიროფს ან საკვებ დანამატს, უნდა ვიცოდეთ, რომ დოკუმენტურად დამტკიცებულია მისი უსაფრთხოება.
მეტი ინფორმაცია, სანდო მონაცემები და საკვები დანამატების დამოუკიდებელი შეფასება იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე: www.supplement.ge“, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.