LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა დეპუტატ სოფიო კილაძეს 2 ივნისს შეხვდება

47

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა, ზაზა სარალიძე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს 2 ივნისს შეხვდება.

„სოფიო კილაძეს ჩემს უფლებადამცველებთან ერთად შევხვდები. ამასთან დაკავშირებით მას პრობლემა არ აქვს და მზად არის, შეხვედრა ნებისმიერი ადამიანის თანდასწრებით შედგეს. რაც შეეხება ბატონ შოთაძეს, მასთან შეხვედრას ვაპირებ, ოღონდ მათი ულტიმატუმებით არა, არამედ უკვე მე ვისაც ჩავთვლი საჭიროდ, რომ ჩემ გვერდით უნდა იდგეს, მათი თანდასწრებით შევხვდები და არ ვაპირებ მაგათ პრეტენზიებზე ვიარო,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გადაწყვეტილების გამოცხადებას დღეს, 11:00 საათისთვის გეგმავს.

პროკურატურამ და დაცვის მხარემ პროცესზე დასკვნითი სიტყვები უკვე წარმოთქვეს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g