LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკლულის ოჯახმა მკვლელის ოჯახს გაფრთხილება გაუგზავნა – პანკისში დაპირისპირება გრძელდება

315
cdb07fe52edfc220cecf3f84017ef78e-XL

პანკისის ხეობაში ორ გვარს შორის დაპირისპირება ისევ გრძელდება. მკვლელობის შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე მუთოშვილების ოჯახი ქავთრაშვილებისგან სისხლის აღებას გეგმავს. ოჯახმა ამის შესახებ გაფრთხილება მიიღო. როგორც ირკვევა, მუქარა ინციდენტში მონაწილე ხანგოშვილების, დუიშვილებისა და ალდამოვების გვარზეც ვრცელდება.

ხეობაში უხუცესები და სასულიერო პირები ქავთარაშვილების სახლში სათათბიროდ შეიკრიბნენ. შეკრების მიზანი მხარეებს შორის დაპირისპირების მშიდობიანად მოგვარების აუცილებლობის განხილვაა. უხუცესები სხვა დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ. სხვა დაინტერესებულ პირებს შეხვედრაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

“ჩვენ საკითხის მშვიდობიანად მოგვარება გვინდა. მართალია, მუქარა 4 გვარზე გავრცელდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გვარის წარმომადგენელზე უნდა იქნას სისხლი აღებული”, – აცხადებს უხუცესი თამაზ ბაღაკაშვილი.

დაპირისპირება ჰესის გამო – პანკისში ორ გვარს შორის კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა

 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 27 ნოემბერს მოხდა. პანკისის ხეობაში ორ გვარს შორის დაწყებული კონფლიქტი მკვლელობითა და დაჭრით დასრულდა. ორმხივ სროლას 37 წლის ვისური მუთოშვილი ემსხვერპლა. მძიმედ დაჭრილი ორი მამაკაცი კი სამედიცინო დაწესებულებაში ამ დრომდე რჩება.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით დაიწყო. დაკავებულია ორი ადამიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები