LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, გუშინ ის სამართალდამცველებმა დააკავეს, უბრალოდ ამის შესახებ ჟურნალისტებს არაფერი უთხრა

131
მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, გუშინ ის სამართალდამცველებმა დააკავეს, უბრალოდ ამის შესახებ ჟურნალისტებს არაფერი უთხრა. მისი თქმით, პოლიციას სამი საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.

“მე ვამბობდი, რომ არ ვიყავი დაკავებული. თუმცა დიახ, მე ვიყავი დაკავებული და მე ზუსტად იმის შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაეგოთ და ამას არ მოჰყოლოდა დიდი ამბავი. პანკისის ხეობისკენ მივდიოდი იმისთვის, რომ ხეობაში დამელაგებინა სიტუაცია, მაგრამ ამ მთავრობამ არ განსაზღვრა, რომ ჩემი დაკავებით კიდევ უფრო დაიძაბებოდა სიტუაცია.

ვიყავი გომბორის უღელტეხილზე, იქ დამხვდნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, გადმომსვეს მანქანიდან და წამიყვანეს გურჯაანის მიმართულებით, როცა ვკითხე, რატომ მიგყავართ გურჯაანში, თელავში გადამიყვანეთ- მეთქი – არაო. გზაში მოვახერხე ადვოკატთან დარეკვა. ამის შემდეგ გურჯაანიდან დამაბრუნეს ისევ თელავში. მანქანაში თავისუფლება მქონდა აღკვეთილი სამი საათის განმავლობაში“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

გუშინ მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ გაავრცელა. თუმცა ეს უარყო როგორც შსს-მ, ისე თავად მაჩალიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები