“ამ ტიპის ინიციატივებით, რეალურად ჩიხში შედის მოლაპარაკებები და არანაირი გამოსავალი არ ჩანს. შესაბამისად, გადადეს თუ რა ქნეს, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, კიდეც რომ გაგვიუქმონ დაფინასება, ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი სიმართლისთვის ვიბრძოლოთ ბოლომდე,”- ასე ეხმიანება “ევროპული საქართველოს” ლიდერი სერგი კაპანაძე “ქართული ოცნების” ინიციატივას ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე და ამბობს, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს მოლაპარაკებები ჩიხში შეყავს.
მთავრობის დამტკიცება ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზულ კრიზისს აჩენს: სერგი კაპანაძე
„დამოკიდებულება, რომელსაც ავლენს “ქართული ოცნება”, ის რომ დაემუქრება ოპოზიციურ პარტიებს ფინანსების შეწყვეტით, ან რეგისტრაციის გაუქმებით, მათ უფრო კონსტრუქციულს გახდის, როგორც ამბობენ ხოლმე, ეს არის აბსოლუტურად მცდარი დამოკიდებულება. მსგავსი ინიციატივები პარლამენტში არანაირად არ უწყობს ხელს, რომ ოპოზოციური პარტიები, როგორც მათ სურთ, მაგიდასთან უფრო კოსნტრუქციულები იყვნენ. კონსტრუქციულობაში იგულისხმება, რომ დაეთანხმონ იმას, რაზეც “ქართული ოცნება” მზად არის რომ წავიდეს.” – განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, პარტიებს ფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში საქმიანობა გაუჭირდებათ, თუმცა ეს არ აღელვებთ:
“გაზაფხულზე განიხილავენ ამ ინიციატივას, საერთოდ გადადებენ თუ გააუქმებენ, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ არ გვაღელვებს ეს ამბავი, კი, ფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში გაგვიჭირდება საქმიანობა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არაფერი არ შეიცვლება. ჩვენთვის სიმართლე და პრინციპები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს დაფინასება.” – თქვა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა.