“მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს”, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მისი განცხადებით, “ქართული ოცნება” ოპონენტებთან დიალოგს იმ შემთხვევაში განაახლებს “თუ ისინი საკუთარ დამოკიდებულებებს და მოსაზრებებს გადახედავენ”.
“ჩვენ ყოველთვის მზადყოფნა გვქონდა და ვთვლით, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა ნამდვილად არ აქვს. თუ ოპოზიცია გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებებს და მოსაზრებებს იმ პირობებთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ გვქონდა მსჯელობა ბოლო დიალოგზე, ჩვენ მზად ვიქნებით მომავალშიც“, – განუცხადა არჩილ თალაკვაძემ “ფორმულას”.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის შუამავლობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.
სამწუხაროდ, ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო: დანიელსონი
მედიატორი ასაჯაროვებს დოკუმენტს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა
ჩაშლილი შეთანხმება – დანიელსონი ბრიუსელში ისევ ხელცარიელი წავიდა