LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ „ქართული ოცნება“ მზად იქნება ოპოზიციის მოთხოვნებზე სასაუბროდ – ლელა ქებურია

78
ლელა ქებურია

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ლელა ქებურია, პარლამენტის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის მანდატების გაუქმების პროცესს ეხმაურება.

ქებურიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ცდილობს დააჯეროს საზოგადოება, რომ მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არის აზრთა სხვადასხვაობა, ოპოზიციის პოზიცია არის მყარი.

ქებურიამ აღნიშნა, რომ სანამ „ქართული ოცნება“ ვერ მიხვდება, რომ კრიზისული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი ნორმალური არჩევნებია, მანამ პროცესი კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შევა.

„ქართული ოცნების პროპაგანდა ცდილობს დააჯეროს საზოგადოება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციაში არის აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენი მხრიდან ეს იყო მკაფიო გზავნილი კიდევ ერთხელ ამასთან დაკავშირებით, ხოლო „ქართული ოცნება“ რაც არ უნდა ეცადოს გაწელოს პროცესი ხელოვნურად, მით უფრო ღრმა კრიზისში შევა და აქედან ერთადერთი გამოსავალი არის დემოკრატიული ვადამდელი არჩევნები. 

კრიზისი უფრო და უფრო გაღრმავდება და აქედან კიდევ უფრო რთული იქნება გამოსავლის მოძებნა, ოპოზიციას კი აქვს ერთადერთი მყარი პოზიცია და გზავნილი, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას აქვს აზრი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ იქნება მზად ამ თემებზე სასაუბროდ.“ – განაცხადა ქებურიამ.

დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა გავლენას იქონიებს მოლაპარაკების პროცესზე – მიხეილ სარჯველაძე

შეგახსენებთ, დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები