პარლამენტი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვას იწყებს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს განიხილავს.
„იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს გავლენას იქონიებს მოლაპარაკების პროცესზე“, – აცხადებს ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან საუბარში.
როგორც მან აღნიშნა, ეს რეალობა ოპოზიციის გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა.
ერთგული ვრჩებით ჩვენი პოზიციის, მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია - ოპოზიციის ერთობლივი განცხადება
„ქართული ოცნების“ არჩეულმა ამ გზამ სრული კრახი განიცადა".
„თავი მოეყრება მთელ იმ ინფორმაციას, გარემოებებს, ფაქტებს, რასაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ამ გადაწყვეტილების შინაარსზე და ამის რელევანტურად მიიღება გადაწყვეტილება. წინასწარ ამაზე საუბარი, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვფიქრობ, არ შეიძლება. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს ბოლო მომენტამდე მისულიყო და ყველას ჰქონოდა საკუთარი ნების გამოხატვის თავისუფლება. სამწუხაროა, რომ ასეთი რეალობა შეიქმნა ოპოზიციის გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც გვაქვს განსახილველად,”- განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისათვის, 28 იანვრის სხდომაზე კომიტეტი პარლამენტის დანარჩენი, 49 ოპოზიციონერი წევრის განცხადებებზე იმსჯელებს.
გუშინ, ოპოზიციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა,სადაც აღნიშნულია, რომ პოზიციას არ ცვლიან.
ხელმომწერთა შორის არ იყვნენ „მოქალაქეები“ და „გირჩი“.