LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლაპარაკების სივრცე გაიხსნება, როცა მელია დამატებითი მოთხოვნების გარეშე გათავისუფლდება: მინაშვილი

62
საგგ

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიის ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, სადაც შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ წინადადებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით იმსჯელეს, კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

“ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. დღეს პოლიტსაბჭო შეიკრიბა, ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, რასაც ჰქვია ამ შეთანხმების ხელმოწერა ან, არ მოწერა. როგორც იცით, მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა ოპოზიციასა და მედიატორების თანხლებით, შესაბამისად, კიდევ დავაყენებთ ჩვენს მთავარ წინადადებას. ეს წინადადება არის ის, რომ ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ ნიკა მელია ციხეში იმყოფება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ გაიხსნას გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ საბოლოო შეთანხმებამდე მივიდეთ. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, როდიესაც მოლაპარაკებები და შეხვედრები დასრულდება და საბოლოო პოზიცია გვეცოდინება”,- აცხადებს უდუმაშვილი.

პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მოკლე კომენტარტი გააკეთა აკაკი მინაშვილმაც.

„გადაწყვეტილება შემდეგია, მოლაპარაკების სივრცე გაიხსნება მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება თავისუფალი ყოველგვარი გირაოს და სხვა დამატებითი მოთხოვნების გარეშე“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობაში მორიგი, საერთო შეხვედრა ჩაინიშნა.წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები საქართველოში, კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი და როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

დღეს რომ მისი საპარლამენტო მდივანი ვიყო, აქამდეც ვურჩევდი, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა, პირობების დაყენება არ უნდა დაიწყოს: ნაცვლიშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები