“მარტის ბოლოდან ქვეყანა ვაქცინაციის პროგრამას დაიწყებს, განიხილება ჩინური ვაქცინებიც”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ ვაქცინა „სინოფარმი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციას სავარაუდოდ, მარტის ბოლომდე მიიღებს.
გაბუნიამ ყურადღება ინდოეთის მიერ წარმოებული ვაქცინების მოწოდებაზეც გაამახვილა და თქვა, რომ ქვეყანა ვაქცინების ერთ-ერთი დიდი მწაროებელია, მათ შორის არის „ასტრაზენეკა“ და „ნოვოვაქსი,“ რომელიც სერუმის ინსტიტუტის მიერ იწარმოება.
გაბუნიამ ისიც აღნიშნა, ვაქცინებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტი ინდოეთში 1 კვირაა გრძელდება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ინდოეთი ქვეყნიდან ვაქცინების გატანას მკაცრად არეგულირებს, რის გამოც, ქვეყანაში მაღალი დონის ვიზიტია საჭირო.
„ინდოეთში იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უკვე თითქმის ერთი კვირაა, რაც იქ ვიზიტი გრძელდება. ინდოეთი ვაქცინების ერთ-ერთი დიდი მწაროებელია, მათ შორის არის „ასტრაზენეკა“, რომელიც სერუმის ინსტიტუტის მიერ იწარმოება და ასევე „ნოვოვაქსი“, რომელიც ასევე წარმოებული იქნება სერუმის ინსტიტუტში. ეს არის ინდური ვაქცინები, რომელსაც ჯერჯერობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ მიუღია, თუმცა, მათი რეგისტრაცია და გამოყენება არაერთმა ქვეყანამ დაიწყო”. – აღნიშნა გაბუნიამ და დასძინა, რომ მაგალითად, ბრაზილიამ ინდური ვაქცინის მილიონობით დოზა შეიძინა.
პირბადის ტარების მაჩვენებლის 43%-ზე ჩამოსვლა საგანგაშოა, განსაკუთრებით შემსუბუქების ფონზე: ამირან გამყრელიძე
"თუ მარტსა და აპრილში, ამ ფარგლებში, იმ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, როგორშიც ახლა ვართ, მაშინ უკვე თბილ პერიოდში - მაისში, ივნისში კარგი მაჩვენებლით შევალთ და ადამიანების დაზიანება ნაკლები გვექნება."
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ინდოეთიდან ვაქცინების იმპორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველანაირი დიპლომატიური არხი არის გამოყენებული იმისთვის, რომ ვაქცინების იმპორტი დროულად მოხდეს.
“თავდაპირველად საუბარია მცირე რაოდენობაზე, თუმცა, „ნოვოვაქსის“ მიმართულებით ჩვენ დაახლოებით, მილიონ დოზაზე გამოვხატეთ ინტერესი. „ნოვოვაქსის“ მოლოდინი გვაქვს ასევე „კოვაქსის პლატფორმიდან“. – განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, გაბუნიამ ისიც აღნიშნა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მომწოდებლებთან „კოვაქსის პლატფორმითაც“ გრძელდება. მისი თქმით, როგორც უკვე იყო დაანონსებული, 22 მარტის კვირაში „ფაიზერის“ ვაქცინას ველოდებით და ასევე არის მოლოდინი, რომ 22 მარტის კვირაში ქვეყანაში ჩამოვიდეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა.
“ამდენად, მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლოსთვის ვაქცინაციის პროგრამას რეალურად დავიწყებთ. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის ინფორმაცია, რასაც „კოვაქსი“ გვიდასტურებს. ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა კომპანიებთან ბილატერალური შეთანხმების გაფორმებისთვის, მათ შორის გახლავთ, „მოდერნა“, ასევე „სინოფარმი“, „სინოვაკი“.
მოგეხსენებათ, ჩინური ვაქცინები განიხილება განსაკუთრებით, „სინოფარმი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციისთვის და მარტის ბოლომდე მოსალოდნელია მათ ავტორიზაცია მიიღონ, „სინოფარმი“ უკვე აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ, ამდენად, რეალურად, ჩვენი კანონმდებლობა ამ ვაქცინის განხილვის საშუალებას გვაძლევს. ვფიქრობ, მოკლე ხანში უფრო კონკრეტული ციფრები გვექნება იმასთან მიმართებაში, თუ „კოვაქსის პლატფორმის“ მიღმა რომელი მწარმოებლიდან, რა ვადებში და რა რაოდენობის ვაქცინების მობლიზება მოხდა ქვეყნის მიერ“. – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა