LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა

119
amirani

სამთვიანი შუალედით, საქართველოში რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“სხვადასხვა შტამი არ არის, ერთი და იგივე შტამია, მაგრამ ეს არ არის ბრიტანული შტამი. არის გენომში ცვლილებები, მაგრამ არ არის ეს ბრიტანული ან სხვა შტამი. არ მინდა, შემეშლოს ასაკი, რეინფიცირების შემთხვევა დაუდასტურდა ადამიანს, რომელიც არ არის ხანდაზმული“.– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი გაიზარდა, ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და შიდა ქართლში გამოვლინდა – 9 მარტის კოვიდსტატისტიკა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები