LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადებითობის დღიური მაჩვენებელი გაიზარდა, ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და შიდა ქართლში გამოვლინდა – 9 მარტის კოვიდსტატისტიკა

111
koronavirusi

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის ­მასშტაბით ჩატარდა 6 351 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 464 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 887 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 139 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 273 137-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.63%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 129 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 015-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 601 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა,

აჭარა – 3,

იმერეთი – 24,

ქვემო ქართლი – 9,

შიდა ქართლი – 10,

გურია – 7,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9,

კახეთი – 3,

მცხეთა-მთიანეთი – 0,

სამცხე-ჯავახეთი – 2,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495,

საიდანაც: 1 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 697, აჭარაში – 152, იმერეთში – 266.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 278 პირი, მათ შორის, თბილისში – 115, აჭარაში – 27, იმერეთში – 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში – 47, აჭარაში- 4, იმერეთში – 10.

114 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 91 – თბილისში, 12 – აჭარაში, 4 – იმერეთში. 998 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 252 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 145, ხოლო აჭარაში – 17.

სულ 6 ოქტომბრიდან – 8 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 568 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 438 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 417 პირი, აჭარაში – 453, იმერეთში – 679.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები