პოპულარული და ერთ დროს წარმატებული მომღერლისა და მსახიობის, შერის ცხოვრებაში საკმაოდ რთული პერიოდი აქვს. თირკმლის პრობლემების შემდეგ, 2014 წლის ზაფხულში მომღერალს პრობლემები გულზეც შეექმნა. ექიმებმა მას მსოფლიო ტურნეს შეწყვეტა ურჩიეს.
მედიკოსების თქმით, 70 წლის პოპ-დივას სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი აქვს. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა მონაწილეობა ფილმში მიიღოს :
„შერი თავის უკანასკნელ სიტყვას იტყვის ჰოლივუდის ისტორიაში. არასწორად გადანაწილებული ფინანსების გამო, ის გაკოტრების პირას არის, სწორედ ამიტომ, ფილმში მონაწილეობა არა საშუალებაა, მსოფლიოს თავი კიდევ ერთხელ შეახსენოს, არამედ გზა, გარკვეული თანხა უკანასკნელად გამოიმუშაოს, რადგან მისი ამჟამინდელი მდგომარეობა შესაძლოა, დაკრძალვის ხარჯებსაც ვერ გასწვდეს“, – აცხადებს წყარო.
არსებული ინფორმაციით, მომღერალი გამოსამშვიდობებელ კონცერტებს მერილენდში, ლას-ვეგასსა და მონტე-კარლოში გამართავს.