დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში „ომიკრონის“ შემთხვევების ზრდა გველოდება.
საქართველოში კორონავირუსის 1 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 69 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 841 პირი
საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების 51 შემთხვევაა გამოვლენილი
მისივე თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც „ომიკრონის“ ახალი შტამია გავრცელებული, მძიმე კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს.
„ომიკრონის“ გავრცელების შემდეგ, საქართველოში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი შესაძლოა 20-25 ათასამდე გაიზარდოს: ამირან გამყრელიძე
„დარწმუნებული ვარ, მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში შემთხვევების ზრდა გვექნება, მაგრამ თუ დავაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, საიდანაც „ომიკრონი“ დაიწყო, ჯერჯერობით, მას მძიმე კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
