LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი ბონდი ტრანსგენდერი უნდა იყოს – დომინიკ უესტის შეთავაზება

bond

2020 წლიდან ჯეიმს ბონდის ვაკანტური ადგილისთვის დიდი კონკურსი ცხადდება. ამ დრომდე უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს დენიელ ქრეიგს ყველაზე გონებამახვილი აგენტის როლზე. ამ დრომდე რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა, მათ შორის ქალბატონებისაც. ამჯერად კი ბრიტანელმა მსახიობმა დომინიკ უესტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯეიმს ბონდი ტრანსგენდერი უნდა გახდეს. მისი თქმით, დღეს ჯარში ბევრი ტრანსგენდერი ქალია და ამიტომ  ეს მათთვის კარგი სტიმული იქნება.

დომინიკ უესტმა საუბრისას ოფიცერ ჰანა გრაფტზე მიუთითა. ჰანა ბრიტანული არმიის ძალიან მაღალი რანგის სამხედრო პირია, ის ლამაზი გოგონაა და დომინიკი მიიჩნევს, რომ შემდეგი ბონდიც ასეთი უნდა გახდეს.  ამ განცხადებას ჰანა გრაფტმა უკვე უპასუხა, ოფიცრის თქმით, მას ძალიან მოეწონა დომინიკ უესტის აზრი, თუმცა თავად ძალიან დაკავებულია და მსახიობობას არ აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g