LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი კვირიდან 16-წლიდან ბავშვები Pfizer-ით აიცრებიან: ამირან გამყრელიძე

111
ამირან გამყრელიძე

საქართველოში მომავალი კვირიდან 16 წლიდან ბავშვებს “ფაიზერის” ვაქცინით აცრიან. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, 16 წლიდან ბავშვების ვაქცინაციაზე რეკომენდაცია ეძლევა მხოლოდ “ფაიზერს. შესაბამისად, მისი თქმით ვაქცინაცია 16 წლიდან, შემდეგი კვირიდან სწორედ ფაიზერით დაიწყება.

აქვე ამირან გამყრელიძემ თქვა, დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში უკვე 12-დან 15 წლამდე ბავშვებს ცრიან.

“ჩვენ დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციას” განაცხადა გამყრელიძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g