მომავალი წლები იქნება მზარდი დინამიკის როგორც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის განმტკიცების, ასევე ნატოსთან ურთიერთოების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ჯეიმს მეტისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„გვქონდა საინტერესო იდეები, თუ როგორ შეიძლება პრაქტიკული თანამშრომლობა უფრო ფართო გახდეს. ადეკვატური და პოზიტიური იყო პასუხი ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებაზე. ეს ყველაფერი მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი გაწევრიანება ნატოში,“ – აღნიშნა ლევან იზორიამ.
ლევან იზორია ჯეიმს მეტისს ბრიუსელში შეხვდა, სადაც ნატოს მინისტერიალი მიმდინარეობს თავდაცვის მინისტრების დონეზე და ასევე დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.