მომავალი წლიდან, შესაძლოა, თელავში ავტობუსით გადაადგილება ფასიანი გახდეს. ინფორმაციას „კახეთის ხმა“ ავრცელებს, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის მერიას ესაუბრა.
სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა.
ცნობისთვის, დღეისათვის, თელავს ევროსტანდარტების 10 ავტობუსი ემსახურება. აქედან სრული დატვირთვით მხოლოდ 5 მუშაობს. თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა მიმდიმარე წლის 8 თებერვლიდან დაიწყო. EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქალაქს გასული წლის ბოლოს გადაეცა.