LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მომდევნო თვეები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური იქნება” – ბობ ჰამილტონი

140
0D96D257-4D2D-46E5-8F3C-F964C65EAA29_cx0_cy5_cw0_w1200_r1

“მომდევნო თვეები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური იქნება”, – ამის შესახებ”საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის” ევრაზიის კვლევების დირექტორმა, ბობ ჰამილტონმა სოციალურ ქსელში დაწერა.

 საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას, ჰამილტონმა აღნიშნა, რომ თუ “ქართული ოცნება” თავისას მიაღწევს, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ის დაასრულებს სამოქალაქო საზოგადოების ჩამონგრევის პროცესს.

“მომდევნო თვეები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური იქნება. თუ “ქართული ოცნება” თავისას მიაღწევს, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ის დაასრულებს სამოქალაქო საზოგადოების ჩამონგრევის პროცესს. ლექციების კითხვის გარდა, მზად არიან თუ არა დასავლეთის სახელმწიფოები გააკეთონ რამე? მიზანმიმართული სანქციების დროა,” – წერს X-ზე ჰამილტონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები