LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინი მუქარასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: ბევრი ევროკომისარია და ხშირად ისინი უპასუხისმგებლო სისულელეს ამბობენ

268
პუტინი

ბევრი ევროკომისარია და ხშირად ისინი უპასუხისმგებლო სისულელეს ამბობენ, რაც მწუხარებას იწვევს, – ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების თხოვნაზე კომენტარი გაეკეთებინა პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის თანახმად, სატელეფონო საუბარში მას ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა.

პუტინმა ამის შესახებ ბელარუსში, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძე: ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა – ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“

„არ შემიძლია იმის კომენტირება, თუ რა თქვა რომელიღაცა ევროკომისარმა. იქ ბევრი ევროკომისარია, ისინი მუდამ იცვლებიან და რაღაც სისულელეებს ამბობენ. ხოლო თუ ეს ისეა, როგორც თქვენ თქვით, პოლიტიკური სისულელის გარდა ამას ვერაფერს დავარქმევ. ეს უბრალოდ განსარისხებელია. სამწუხაროდ, საშუალო რანგის ჩინოსნების უპასუხისმგებლობა, განსაკუთრებით აი ამ მიმართულებით, იზრდება, ჩვენც ხშირად გვხვდება ეს. ეს მხოლოდ მწუხარებას იწვევს“ – განაცხადა პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები